თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია.
როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამედიცინო უნივერსიტეტის სადგურებს შორის მონაკვეთზე, რის გამოც საბურთალოს ხაზის მეტროსადგურებზე მგზავრთა მიღება შეჩერებულია.
კომპანიის ცნობით ადგილზე მუშაობს ტექნიკური ჯგუფი და ხარვეზი რამდენიმე წუთში აღმოიფხვრება რის შემდეგაც, მეტროსადგურები მგზავრთა გადაყვანას განაახლებს.