ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “გირჩი — მეტი თავისუფლება” და სამოქალაქო მოძრაობა “დროა”.
“ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგა ბოკერიას თქმით, კონსულტაციები და მოლაპარაკებები გრძელდება სხვადასხვა პარტიებთან, მათ შორის, “ლელოსთან”.
“იმედი მაქვს, ვისაც ჯერ არ გაუცხადებია საჯაროდ, იმ პარტიებთანაც მოხერხდება კოორდინაცია. თუმცა ის განაცხადი, რაც უკვე გაკეთდა, მნიშვნელოვანია. ყველა ქალაქში იქნება თუ არა კოორდინაცია, ამაზე რამდენიმე კვირაა კონსულტაციები მიმდინარეობს და შეჯერება მოხდება იქ, სადაც მაღალი შანსია პირველივე ტურში გამარჯვების, ხოლო სადაც ტაქტიკურად სჯობს, იყოს რამდნეიმე კანდიდატი, ამ სტრატეგიაზეც შევჯერდებით”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში.
თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის ნაწილის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის — ელენე ხოშტარია, ხოლო ვიცე-მერობის კანდიდატს “გირჩი — მეტი თავისუფლება” დაასახელებს.





