ახალი ამბები

საქართველოში მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტებით შემოსვლას კიდევ 2 ქვეყნიდან შეძლებენ

23 ივლისი, 2021 • 1652
საქართველოში მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტებით შემოსვლას კიდევ 2 ქვეყნიდან შეძლებენ

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ, ლიბანი და იორდანია დაემატა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, დღეს, 23 ივლისს მიიღეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ნეგატიური PCR-ტესტით შემოსვლა 38 სახელმწიფოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს შეუძლიათ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, სია 40-მდე იზრდება. ინსტრუქციის თანახმად, ტესტი უკანასკნელი 72 საათში უნდა იყოს ჩატარებული.

საკოორდინაციო საბჭოს ამავე სხდომაზე მოქალაქეებს კვლავ მოუწოდეს, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, მათ შორის სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე – ღია სივრცეებში, ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი