ახალი ამბები

“მოძალადეები ხართ” – ღარიბაშვილი ჟურნალისტებს

23 ივლისი, 2021 • 1738
“მოძალადეები ხართ” – ღარიბაშვილი ჟურნალისტებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართული 10-წლიანი გეგმის განხილვის შემდეგ, შეკრებილი ჟურნალისტების ნაწილს მიმართა, რომ ისინი “იყვნენ მოძალადეები”.

“თქვენ თუ არ შეწყვეტთ ამ დესტრუქციას, მხოლოდ მე კიარა, ჩვენი სამთავრობო გუნდი დაასრულებს თქვენთან ურთიერთობას. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები”, – ასე მიმართა საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტთთა და აქტივისტთა ნაწილი ღარიბაშვილის გადადგომას 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების გამო ითხოვს, რადგან, მათი შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა წაახალისა და ხელი შეუწყო ძალადობას.

ჟურნალისტთა ნაწილი დღესაც მოუწოდებდა მას გადადგომისკენ და ეკითხებოდა, როდის აპირებდა ამას.

მასალების გადაბეჭდვის წესი