ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო წელს ჯაველინების დამატებით პარტიას შეიძენს – თავდაცვის მინისტრი

22 ივლისი, 2021 • 2237
საქართველო წელს ჯაველინების დამატებით პარტიას შეიძენს – თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, წელს ქვეყანა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა “ჯაველინების” ახალ პარტიას შეიძენს.

მან ეს განცხადება დღეს, 22 ივლისს, თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას გააკეთა.

“ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული რაზმების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებების შეძენა.

წელს ჩვენ მთავარ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იგეგმება დამატებით ჯაველინების პარტიის შეძენა”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის ჯაველინების მიყიდვის გადაწყვეტილება პირველად 2017 წელს მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი