ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 18 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 410 პირი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36656 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20704, PCR ტესტით – 15952.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,17%, ბოლო 14 დღის – 5,25%, ბოლო 7 დღის – 5,78%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 261 ახალი შემთხვევა თბილისსა და რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 1 246,
- აჭარა – 238,
- იმერეთი – 173,
- ქვემო ქართლი – 119,
- შიდა ქართლი – 123,
- გურია – 43,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100,
- კახეთი – 126,
- მცხეთა-მთიანეთი -50,
- სამცხე-ჯავახეთი – 29,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 476, საიდანაც 4 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 906 პირი და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 ადამიანი.
ქვეყანაში სულ აცრილია 383 339 ადამიანი, დღიურად აცრილია – 8659.