ახალი ამბები

ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე ჯონ ბასი წარადგინა

22 ივლისი, 2021 • 1374
ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე ჯონ ბასი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. ჯონ ბასის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ჯონ ბასი კარიერული დიპლომატია, რომელიც იყო აშშ-ის ელჩი ავღანეთში (2017-2020) და თურქეთში (2014-2017). ის საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტს 2009-2012 წლებში იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი