ახალი ამბები

კორონავირუსი: დადასტურდა 2 415 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 ადამიანი

21 ივლისი, 2021 • 789
კორონავირუსი: დადასტურდა 2 415 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში 37 627 ჩატარებული ტესტიდან კორონავირუსი 2 415 პირს დაუდასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6.42%-ია. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად 26 ადამიანი გარდაიცვალა, 943 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 1 391
  • აჭარა – 202
  • იმერეთი – 147
  • ქვემო ქართლი – 172
  • შიდა ქართლი – 90
  • გურია – 47
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 97
  • კახეთი – 149
  • მცხეთა-მთიანეთი – 67
  • სამცხე-ჯავახეთი – 40
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 643, საიდანაც 4 584 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 899 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 ადამიანი. 1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 822 – თბილისში, 334- აჭარაში. 13 876 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში 393 360 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 5 618 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი