საქართველოში აგვისტოს ჩათვლით 8 კონცერტი გაიმართება, რომელშიც 200-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას.
კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ კონცერტები ჩატარდება პროექტის „ხელოვანთათვის“ ფარგლებში, ორგანიზებას კი კომპანია „ZMG-ART“ უწევს. მათივე ინფორმაციით, ყველა კონცერტი მსმენელისთვის უფასო იქნება.
ნეტგაზეთთან საუბარში კომპანიის ხელმძღვანელი მარინა სალუქვაძე ამბობს, რომ კონცერტებზე, რომლებიც ღია ცის ქვეშ ჩატარდება, რეგულაციებს მაქსიმალურად დაიცავენ.
„მოქალაქეები დისტანციით დადგებიან, რაც შეეხება მუსიკოსებს, იმ მუსიკოსებს, რომლებიც არ არიან ორჯერ ვაქცინირებული, გავტესტავთ“, – აცხადებს ის და ამატებს, რომ პანდემიის შემდეგ მუსიკოსებისთვის ჩასატარებელი კონცერტები განსაკუთრებულად მნიშვენლოვანია, რადგან წელიწად-ნახევარია ამის საშუალება არ ჰქონდათ.
კონცერტები შემდეგი განრიგით ჩატარდება:
- 21.07.2021 – „მზიურის“ პარკი
- 22.07.2021 – „მზიურის“ პარკი
- 26.07.2021 – „კიკვიძის“ პარკი
- 28.07.2021 – გია ყანჩელის სახელობის (ყოფილი „არტოს“) ბაღი
- 29.07.2021 – გია ყანჩელის სახელობის ბაღი
- 05.08.2021 – თელავი
- 12.08.2021 – ზუგდიდი
- 14.08.2021 – ორბელიანის განახლებული მოედანი.
ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 26 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დადებითობამ 7.19%-ს მიაღწია.
2616 ახალი შემთხვევა, 26 გარდაცვლილი, დადებითობა 7.19% – 20 ივლისი