ახალი ამბები

კოვიდგადატანილებს აცრა 1 თვეში შეეძლებათ

20 ივლისი, 2021 •
კოვიდგადატანილებს აცრა 1 თვეში შეეძლებათ

კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ აცრა 30 დღეში გახდება შესაძლებელი.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

“მოგეხსენებათ, ინფიცრებიდან 120 დღეში არის დაშვებული აცრა. ამ კვირაში იცვლება და ჩამოვა 30 დღემდე და ყველას შეეძლება უფრო ადრე აცრა”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს მოქმედი რეგულაციით, ვაქცინაციის დაყოვნების პერიოდი იმ პირებისათვის, რომლებსაც ტესტირებით ინფექცია დაუდასტურდათ, 120 დღით არის განსაზღვრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი