19 ივლისს, დილის 11 საათისთვის, თბილისში, გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. დაზიანების შედეგად ქალმა ფეხი დაკარგა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესცენტრში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ხიზანიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქე ქირურგიის ცენტრში გადაიყვანეს.
„ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ პაციენტი შოკურ მდგომაორებაში შემოიყვანეს, ჩაუტარდა პირველადი დახმარება, ახლა კი [12:40 საათი] ქირურგიული ოპერაცია უტარდება ფეხის ამპუტირების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.