ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ტურისტებს ვაქცინაციის შესაძლებლობა მისცეს

19 ივლისი, 2021 •
სომხეთში ტურისტებს ვაქცინაციის შესაძლებლობა მისცეს

სომხეთმა ტურისტებისთვის, რომლებიც ქვეყანაში 10 დღეზე მეტს გაატარებენ, კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინით უფასო აცრის შესაძლებლობა დაუშვა.

ვაქცინაციის ცენტრები ტურისტებისთვის მხოლოდ ერევანში გაიხსნა, სადაც სომხური მედიის ცნობით, უკვე რიგებია. სომხური მედიის ცნობით, ამ შესაძლებლობით ყველაზე მეტად ირანიდან ჩასული ტურისტები სარგებლობენ.

ოფიციალური ცნობით, სომხეთში მოსახლეობის მხოლოდ 3,5% არის აცრილი [100 ათასზე მეტი ადამიანი]. მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი რუსული Sputnik V-ით არის აცრილი, მეორე ადგილზე ბრიტანული AstraZeneca, მესამეზე კი ჩინური წარმოების Coronavac-ია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი