ნეტგაზეთი | დავაკავეთ პირი, რომელმაც ნარკოტიკი ლექსო ლაშქარავას მიჰყიდა – შსს დავაკავეთ პირი, რომელმაც ნარკოტიკი ლექსო ლაშქარავას მიჰყიდა – შსს – Netgazeti
Batumelebi | RU

დავაკავეთ პირი, რომელმაც ნარკოტიკი ლექსო ლაშქარავას მიჰყიდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს ნარკორეალიზატორი, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება “ტვ პირველის” გარდაცვლილ ოპერატოს, ლექსო ლაშქარავას მიჰყიდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და 2021 წლის 10 ივლისს, ფონიჭალაში, სწორედ მან გაასაღა “ტვ-პირველის“ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავაზე და მის თანმხლებ პირებზე, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

სამართალდამცველების მიერ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა: დაიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა მათთან ამოცნობები, დათვალიერდა არაერთი ვიდეოჩანაწერი და მიღებულ იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცავებმა ბრალდებული 17 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის ოქტომბრიდან. ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com