ახალი ამბები

მივმართავთ ეთიკის საბჭოს, რათა პაპუაშვილსა და მგალობლიშვილს უფლებამოსილება შეუწყდეთ – ენმ

18 ივლისი, 2021 • 2707
მივმართავთ ეთიკის საბჭოს, რათა პაპუაშვილსა და მგალობლიშვილს უფლებამოსილება შეუწყდეთ – ენმ

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ისინი მიმართავენ პარლამენტის ეთიკის საბჭოს, “რათა შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს, მათ მიერ თინა ბოკუჩავას წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის გამო, შეუწყდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება.”

“დღეს ყველამ კარგად ვნახეთ ის ძალადობა, რომელიც განხორციელდა ჩვენს დეპუტატებზე სხომათა დარბაზში. ეს უპირველესად ეხება თიკა ბოკუჩავას.

ჩვენ კარგად დავინახეთ, როგორ მიათრევდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები თიკა ბოკუჩავას, რომ ის არ მიახლოვებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს.

ამიტომ ჩვენ მივმართავთ ეთიკის საბჭოს, რომ დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და მათ შეუჩერდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება”

დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე თინა ბოკუჩავამ საპარლამენტო ტრიბუნასთან მიახლოვება სცადა, რა დროსაც, იგი ქართული ოცნების დეპუტატებმა ძალის გამოყენებით შეაკავეს.

ინციდენტის კადრებს ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.

დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა მოსმენა ჩაიშალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი