ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არაოფიციალური ცნობით, ვაქცინა “სპუტნიკზე” უარი გვითხრეს | აფხაზი დეპუტატი

16 ივლისი, 2021 • 1308
არაოფიციალური ცნობით, ვაქცინა “სპუტნიკზე” უარი გვითხრეს | აფხაზი დეპუტატი

“არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ რუსულ ვაქცინა “სპუტნიკზე” «Спутник V»] უარი გვითხრეს, შესაბამისად, მოგვიწევს ალტერნატიული გზების მოძებნა. შესაძლოა საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართოთ”, – განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა ალხას ჯინჯოლიამ ჯანდაცვის კომიტეტზე.  ჯინჯოლიას აღნიშნული განცხადება გამოცემა “ეხო კავკაზამ” გაავრცელა.

რუსული “სპუტნიკით” ვაქცინაცია აფხაზეთში მხოლოდ 2021 წლის მაისის შუა რიცხვებში დაიწყო. ვაქცინის პირველი ტრანში მოსკოვიდან – 6 500 დოზა  30000 დოზამდე უნდა გაზრდილიყო და, ჯამში, 15 ათასი ადამიანი უნდა აეცრათ, თუმცა პირველი ტრანშის შემდეგ სოხუმს რუსეთიდან ვაქცინა აღარ მიუღია. ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში ამ ეტაპზე 6 398 ადამიანია აცრილი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი