ახალი ამბები

აშშ ღრმად შეშფოთებულია უზენაესში მოსამართლეთა დანიშვნით – ბლინკენი

16 ივლისი, 2021 • 1091
აშშ ღრმად შეშფოთებულია უზენაესში მოსამართლეთა დანიშვნით – ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტოტონი ბლინკენი ეხმაურება საქართველოში უზენაეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას.

ის წერს, რომ აშშ ღრმად შემაშფოთებელია კანდიდატთა ამ სიის დანიშვნით და ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დანიშვნით, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. ამბიციური სასამართლო რეფორმა საქართველოს წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – წერს ის.

12 ივლისს საქართველოს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა 6 მოსამართლე: რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ლაშა ქოჩიაშვილი, ლევან თევზაძე, გიორგი გოგიაშვილი და გოჩა აბუსერიძე.


პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატთან გასაუბრება 6 ივლისიდან დაიწყო. სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე.

19 აპრილის შეთანხმების თანახმად, “უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ, რაც ახალი კანონი ძალაში შევა”. თუმცა “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა დოკუმენტის ხელმოწერამდე უკვე შესრულებული აქვს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს არ შეაჩერებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი