ახალი ამბები

ნარკოლოგიური ცენტრის თანამშრომელი მეტადონის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

15 ივლისი, 2021 • 909
ნარკოლოგიური ცენტრის თანამშრომელი მეტადონის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

ფოთში დააკავეს ნარკოლოგიური ცენტრის თანამშრომელი, რომელსაც „მეტადონის პროგრამიდან“ პრეპარატის უკანონო მოპარვას ედავებიან.

თავდაპირველად ეს ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა. მათი ცნობით, თანამშრომელი ამ პროგრამიდან დოზებს აკლებდა და შემდგომ ყიდდა.

დაკავების ფაქტი ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს. უწყებამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ეს მუხლი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვს წლამდე ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი