ახალი ამბები

ვაქცინაციის პორტალი შეფერხებით მუშაობს

14 ივლისი, 2021 • 1220
ვაქცინაციის პორტალი შეფერხებით მუშაობს

ვაქცინაციის პორტალი booking.mov.gov.ge შეფერხებით მუშაობს.

საიტზე შეფერხება დაახლოებით 15:00 საათიდან ფიქსირდება, იმ დროიდან, როცა “ფაიზერის” ვაქცინაზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო.

ვაქცინაციის პორტალს პრობლემები შეექმნა და გაითიშა 3 ივლისსაც, როცა “სინოფარმის” ახალი დოზებზე რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საიტზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი