ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7-მა წევრმა “ქართული ოცნება” დატოვა და გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” შეუერთდა.
ინფორმაციას ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ავრცელებს.
პარტია ქართული ოცნების დატოვების და პარტიაში „საქართველოსთვის“ გადასვლის თაობაზე განცხადება გააკეთეს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ვაჟა ხარშილაძემ, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირინე გელაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ მამუკა წიქარიშვილმა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ტეფნაძემ, სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარემ ანა ხარებავამ, ფრაქცია ქართული ოცნება -მრეწველების თავმჯდომარემ ჯონდო კაპანაძემ და ფრაქცია “ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარის მოადგილემ ემზარ მურჯიკნელმა.
მათი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება დაშორდა იმ პრინციპებსა და მიზნებს, რომლისთვისაც 2012 წელს იბრძოლეს და ამიტომ ბრძოლას აგრძელებენ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად.