ახალი ამბები

ნებისმიერი ფორმით ძალადობა მიუღებელია – დეგნანი

12 ივლისი, 2021 • 977
ნებისმიერი ფორმით ძალადობა მიუღებელია – დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ წუხს “TV პირველის” ოპერატორის გარდაცვალების გამო და ამბობს, რომ ძალადობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია.

დეგნანი ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებით მიუღებელია ძალადობა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების მიერ კონსტიტუციური უფლებების მშვიდობიანად განხორციელებას, იქნება ეს მედიის თავისუფლება თუ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება:

“პირველ რიგში, გამოვხატავ მწუხარებას ლექსოს ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს მართლაც ძალიან მძიმეა. ნებისმიერი ფორმით ძალადობა მიუღებელია, განსაკუთრებით, როცა ის მიზნად ისახავს ადამიანების მიერ კონსტიტუციური უფლებების მშვიდობიანად განხორციელებას, იქნება ეს მედიის თავისუფლება თუ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება”, – განაცხადა კელი დეგნანამა ჟურნალისტებთან.

ელჩის თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, რათა გამოხატონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებები, ასევე, მედიის წარმომადგენლებმა განახორციელონ ჟურნალისტური საქმიანობა:

“5 და 6 ივლისს ეს ვერ დავინახეთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ მომავალში იქნება უფრო მეტი დაფასება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს თავისუფლებები და უფლებები უსაფრთხო გარემოში მუშაობის” ,- ამბობს კელი დეგნანი.

რაც შეეხება საპროტესტო აქციების ფონზე ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნას, დეგნანი ამბობს, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ ქვეყნის ხელმძღვანელად და მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი დემოკრატიული პროცესის ფარგლებში წარიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი