ახალი ამბები

წულუკიანი და დავითაშვილი ვიცეპრემიერებად დაინიშნენ

12 ივლისი, 2021 • 1324
წულუკიანი და დავითაშვილი ვიცეპრემიერებად დაინიშნენ

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცეპრემიერებად დანიშნა.

თეა წულუკიანი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე იკავებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას,  2019 წლის სექტემბერში კი დაინიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე.

2020 წლის 31 ოქტომბერს წულუკიანი არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად, თუმცა  2021 წლის 22 მარტის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა.

რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, დავითაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას  2016 წლის 9 სექტემბრდან იკავებს. 2017 წლიდან კი,  მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები გაერთიანდა, დავითაშვილმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი დაიკავა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი