6 ივლისის საღამოს თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობის ნაწილს პრობლემები შეუქმნა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უწყებაში 40-მდე შეტყობინებაა შესული.
“ყველა შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირება მომხდარია”, — ამბობენ უწყების პრესსამსახურში.
სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს ვიდეოებს, რომლებიც წყნეთში, საკუთარ სახლში გადაიღო. კადრებში დატბორილი პირველი სართული ჩანს.
ერთ-ერთ ვიდეოში ის ჩივის, რომ ადგილზე სანიაღვრე სისტემა საკმარისად გამართული არ არის, რის გამოც მსგავსი პრობლემები აქამდეც შექმნია.