რუმინეთის მთავრობა საქართველოს გადასცემს კორონავირუსის საწინააღმდეგო 10 000 დოზა ვაქცინას, – იუწყება რაზვან როტუნდუ, რუმინეთის ელჩი საქართველოში. საუბარია ასტრაზენეკას (იგივე ვაქსზევრიას) ვაქცინებზე.
ელჩის ცნობით, ეს გადაწყვეტილება რუმინეთის მთავრობამ 8 ივლისის სხდომაზე მიიღო. „ვაქცინებს მალე ჩაიტანენ საქართველოში“, – წერს იგი ტვიტერზე.
Romania will donate 10.000 doses of vaccines to Georgia/რუმინეთი საქართველოს გადასცემს ვაქცინის 10000 დოზას/
In the session of 8th of July 2021, the Government of Romania decided to donate 10.000 doses of Astra Zeneca vaccine to Georgia. The vaccines will be delivered shortly.— Răzvan Rotundu (@Razvan_Rotundu) July 8, 2021
საქართველოს საელჩომ რუმინეთში მადლობა გადაუხადა რუმინეთის მთავრობას: „დიდი მადლობა რუმინეთს დროული დონაციისთვის და მუდამ ჩვენ გვერდში ერთგულად დგომისათვის“.
8 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 728 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია კოვიდინფიცირებული 5415 ადამიანი; აცრილია სულ 283 631 ადამიანი.