ახალი ამბები

რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

7 ივლისი, 2021 • 2897
რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანახმად, რიკოთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოძრაობა აღდგა.

დღეს რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რამაც შეზღუდა საავტომობილო გადაადგილება.

ამჟამად სავალი ნაწილი მიწისგან გათავისუფლებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანახმად, მოწყობილია ბეტონის დამცავი კედელიც.

ფოტო გარეკანზე: კადრი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ვიდეოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი