ჯანდაცვის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის თანახმად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების ფუნდამენტური გაძლიერების მიზნით მომზადდა და პარლამენტს განმეორებით წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ჯანდაცვის სექტორს “მნიშვნელოვნად მაღალ დონეზე აიყვანს”. “დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხრიდან იქნება სრული ჩართულობა და მხარდაჭერა, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ის გზა ჯანდაცვის სექტორის მიმართულებით, რომელიც მოგვცემს საშუალებას, შემდგომში გამოვაცხადოთ ამბიციური გეგმა, რომ შეგვიძლია საქართველო ვაქციოთ სამედიცინო ტურიზმის სფეროდ და პაციენტების ექსპორტი (ცოტა ცუდი ფორმულირებაა, მაგრამ დღესდღეობით ნამდვილად ასეა), რომელიც საქართველოდან ხდება, აღარ განხორციელდეს. ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სექტორის მხრიდან ვიმუშავებთ იმაზე, რომ პირიქით, ჯანდაცვის ტურიზმი დავგეგმოთ საქართველოში, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, დიდი პერსპექტივა გააჩნია ჩვენი რეგიონული მდგომარეობიდან გამომდინარე”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დღესდღეობით, ქართველი პაციენტები სამკურნალოდ ყველაზე ხშირად თურქეთს მიმართავენ რეგიონის ქვეყნებს შორის.
ტიკარაძე სამედიცინო ტურიზმის განვითარებას და “პაციენტების ექსპორტის” შეწყვეტას იმედოვნებს

ასევე:
-
ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაბრუნდა -
ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა -
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება -
ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი – ტიკარაძე
-
07.11.2026 აფხაზეთში ქართული წიგნის გამო სკანდალია – ავტორს შესვლა აუკრძალეს -
06.11.2026 რუსეთი მტერი არაა, წარმატებას ვუსურვებ ბატონ ბიძინას — ოთარ ფარცხალაძე -
06.11.2026 საპატრიარქო: კაზინოებისთვის დაწესბულ შეღავათებზე კითხვის დასმაც ვერ მოვასწარით -
06.11.2026 ვეკუას სკოლასთან აქცია გაიმართა – ჯერ უცნობია, სად გააგრძელებენ სწავლას ბავშვები -
06.11.2026 „ვისურვებდი, მეთქვა საელჩო“ — ზახაროვა თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე -
06.11.2026 საქართველოში ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფება