ახალი ამბებიეკონომიკა

მთავრობა I და II შვილზე სესხს 6%-ით, მესამესა და შემდეგზე კი 8%-ით დაასუბსიდირებს

6 ივლისი, 2021 • 4382
მთავრობა I და II შვილზე სესხს 6%-ით, მესამესა და შემდეგზე კი 8%-ით დაასუბსიდირებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ “აწარმოე საქართველოს” პროგრამით ოჯახებს, ვისაც ახალშეძენილი შვილი ეყოლებათ და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ახალი ბინის შეძენას გადაწყვეტენ, იპოთეკური სესხი დაუსუბსიდირდებათ.

კერძოდ, მინისტრის თქმით, პირველი ან მეორე შვილის შეძენის დროს ბინის ყიდვისას სესხის სულ მხირე 6%-ის თანადაფინანსება მოხდება, მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე კი- 8%-ის:

“აქ ჩვენ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენის დროს, დღევანდელი მოცემულობით, სულ მცირე 6%-ის თანადაფინანსება მოხდება ბინის შესაძენად სესხზე.

თუ საუბარია მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე, აქ საუბარია 8-პროცენტიან დაფინანსებაზე, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერაა გაღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მომავალზე ორიენტირებული პროგრამა. როგორც კი ეს პროგრამა ამოქმედდება, ეს უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი ისარგებლებს ამ პროგრამით”, – აცხადებს ნათია თურნავა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება და სესხის ოდენობა 60 ათასიდან 300 ათას ლარამდე უნდა იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი