ახალი ამბებირეკლამა

ლიდერატორის განმავლობაში სწავლობ იმას, რაც მომავალში გინდა აკეთო – დიმა ბერაძე

6 ივლისი, 2021 • 2112
ლიდერატორის განმავლობაში სწავლობ იმას, რაც მომავალში გინდა აკეთო – დიმა ბერაძე

როდესაც სწავლის პარალელურად მუშაობას იწყებ, პირველი იმაზე გეფიქრება, რომ ეს უარყოფითად არ აისახოს შენს აკადემიურ მოსწრებაზე“, ამბობს დიმა ბერაძე, საქართველოს ბანკისლიდერატორისპროგრამის ერთერთი მონაწილე, „თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ლიდერატორი სტუდენტური პროგრამაა, არანაირი კონფლიქტი არ მიგრძვნია სწავლასა და მუშაობას შორის. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ლიდერატორი იდეალური გარემოა პირველი კარიერული ნაბიჯების გადასადგმელად“, – გვიზიარებ ის. 

დიმა ბერაძე უკვე ერთ წელია საქართველოს ბანკში ვებდეველოპერია, პარალელურად კი  თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს. 

როგორც დიმა ამბობს, სწავლის გარკვეულ ეტაპზე მიხვდა, რომ ახალი ცოდნის ათვისების პარალელურად უკვე დაგროვილი ცოდნის რეალიზება სჭირდებოდა – „მინდოდა ისეთ ადგილას გადამედგა კარიერის პირველი ნაბიჯები, რომელიც რუტინული აქტივობების ნაცვლად სიახლესა და ინოვაციას შემომთავაზებდა. ლიდერატორის პროგრამაში კი სწორედ ეს დავინახე და ამიტომაც გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება“, – გვიზიარებს ის.

ლიდერატორის პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს სამუშაო გამოცდილება საქართველოს ბანკის 40-მდე დეპარტამენტში, მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორინგის ქვეშ მიიღონ. პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკს არის მორგებული. 

დიმა  პროგრამის ერთერთი მონაწილეა, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით. მისი პროფესიული პასუხისმგებლობები კი მოიცავს: bog.ge, solo.ge, plus.ge, wealth.ge და არაერთი სხვა პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერასა და განვითარებას – „ყოველდღიურად ვქმნით, სრულვყოფთ და ვავითარებთ ამ პლატფორმებს; ვიკვლევთ და ვითვალისწინებთ მომხმარებლის კომენტარებს და მათთვის ვქმნით მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს“, – გვიხსნის დიმა.

ჩვენ ლიდერატორის შესარჩევი პროცესით დავინტერესდით და დიმას ვთხოვეთ მისი გამოცდილების გაზიარება: 

შერჩევის პროცესი რამოდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და კონკურენციაც საკმაოდ მაღალი იყო. კონკურსი გულისხმობდა ტესტირებებსა და გასაუბრებას, პროგრამის პირველი ორი თვე კი პროფესიული სწავლების ინტენსიურ კურსს”,- ამბობს დიმა და დასძენს, რომ გასაუბრება და სწავლების პერიოდი პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპებია, რადგან სწორედ ეს საფეხურები თამაშობენ როლს იმის განსაზღვრაში, თუ სად და რა მიმართულებით გააგრძელებთ მუშაობას.

ეს არის საუკეთესო დრო დააფიქსიროთ თქვენი ინტერესები, დასვათ კითხვები, ითხოვოთ რჩევა, გამოავლინოთ რა გამოგდით კარგად და რისი კეთება განიჭებთ სიამოვნებას. ამ ყველაფერს აუცილებლად გაითვალისწინებენ და შეგირჩევენ ისეთ გუნდს, რომელშიც მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნობთ თავს. ამიტომ, არ მოგერიდოთ არცერთი კითხვის დასმა და არცერთი აზრის დაფიქსირება, რადგან სწორედ ამ პერიოდში სწავლობ იმას, რაც მომავალში გინდა აკეთოთ“- განმარტავს ის.

დიმამ ლიდერატორის განმავლობაში შეძენილ გამოცდილებაზე სხვა დეტალებიც გაგვიზიარა, განსაკუთრებული ყურადღება კი კოლეგებზე და გარემოზე გაამახვილა -„პროგრამა ცოდნისა და გამოცდილების პარალელურად ერთ უმნიშვნელოვანესბენეფიტსიძლევაეს არის ხალხი. ადამიანები, რომლებიც საუკეთესოები არიან თავიანთ სფეროში, მათთან ერთად მუშაობა კი კომფორტული და სახალისოა“, – გვიყვება ის.

როგორც დიმა განმარტავს, მისთვის წარმატების ერთერთი უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორიც სწორედ  ჯანსაღი გარემო და კეთილმოსურნე კოლეგებია  – „წარმატებული მაშინ ხარ, როცა მოგწონს რასაც აკეთებ და ვისთან ერთადაც აკეთებ, ამის პარალელურად კი შენი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება. წარმატებაა ის, რომ შენს საქმეს ენთუზიაზმით უდგები, გრძნობ თუ როგორ იზრდები, გემატება კომპეტენცია და რაც მთავარია შეგიძლია შენი თავის რეალიზება“, ამბობს ის.

როდესაც ვთხოვეთ ჩვენთვის ლიდერატორის ერთი დრე აღეწერა, დიმამ ორი კონკრეტული დღე გამოყო – „რეალურად ჩემთვის არსებობს ორი დღე ლიდერატორად: დღე ნომერი ერთი, როდესაც პირველად შევხვდი გუნდის წევრებს, პირველად გავხსენი პროექტის კოდი და გავიფიქრეღმერთო ჩემო, როდის გავერკვევი ეს როგორ მუშაობს“, პირველად დავესწარი მიყოლებით სამ შეხვედრას და დავგეგმეთ მომდევნო კვარტალი და ამ საოცრად დატვირთული დღის ბოლოს გავიაზრე, რომ თურმე რამხელა გუნდი და რამდენი ადამიანის შრომა დგას იმ ყველაფრის უკან რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ხოლო დღე ნომერი ორი არის ის დღე, როდესაც პირველად დამეუფლა შეგრძნება, რომ მეც ამ დიდი გუნდის წევრი ვარ“.

და ბოლოს, დიმას სამომავლო გეგმების გაზიარებაც ვთხოვეთ – „იქედან გამომდინარე, რომ ვებდეველოპმენტი ძალიან დიდი და მრავლისმომცველი სფეროა, რომელიც თავის თავში უამრავ განსხვავებულ ტექნოლოგიას გულისხმობს, ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი. ამიტომ, კარიერულ გეგმებს ამავე მიმართულებით განვითარებას ვუკავშირებ. საკმარისი გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი ვფიქრობ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე ვცადო ბედი“. 

ინფორმაციისთვის, „ლიდერატორიერთერთია იმ მრავალ პროექტს შორის, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში უკვე 200-მდე სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა ემუშავა 

როტაციის პრინციპით, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში. ლიდერატორი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს განივითარონ პროფესიული უნარჩვევები ტრენინგებითა და მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორინგით. 

დამატებითი ინფორმაცია პროგრამა ლიდერატორის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3uFTkt5 

მასალების გადაბეჭდვის წესი