ახალი ამბები

ჯარისკაცები ჩეჩნებმა გადაგვარჩინეს

3 თებერვალი, 2015 • 946
ჯარისკაცები ჩეჩნებმა გადაგვარჩინეს

ცხინვალი დღეს ჩვენი იქნებოდა, სამი საათით ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება რომ არ გაეცათ”, _ ასე დაიწყო ომიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცმა საუბარიბათუმელებთან”. რესპონდენტმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა

 


ნათია როყვა  

ამ ომში ყველა საკუთარი თავის უფროსი და სარდალი იყო. დაბნეული ჯარისკაცების ნაწილი მინდორში ყრიდა იარაღს და უგზოუკვლოდ გარბოდასარდლები და მეთაურები წინ უსწრებდნენ

ჯავაში შესასვლელად 25 წუთი იყო საჭირო, მერე როკის გვირაბს გავამაგრებდით და მარტო საჰაერო სივრცე გვექნებოდა გასაკონტროლებელი. გვირაბის აფეთქება არა, მაგრამ დანაღმვა და მასზე კონტროლის დამყარება მანამ იყო შესაძლებელი, ვიდრე რუსის ჯარი შემოვიდოდა. კონკრეტულად ვინ გასცა სამი საათით ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, არ ვიცი, იქნებ სააკაშვილის ბაგაბაღის მინისტრებმა
ჩვენთან სააკაშვილიც მოვიდა. რა უნდოდა დღესაც არ ვიცი, ორი ჯავშანჟილეტი ეცვა და დაცვის თანამშრომლებმა, სროლები რომ დაიწყო, სამიც თავზე დააყარეს, ძლივს გაიყვანა სპეცრაზმმა. რუსებმა გაიგეს, იქ რომ იყო და მათი გასვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ის ტერიტორია ჰაერში აწიეს.

უმეტესად ღამით გვიტევდნენკარგად დავიწყეთ, სულ 29 ავიაგამანადგურებელი ჩამოვაგდეთ. რუსი ჯარისკაცების კივილის ხმა ჩვენამდე მოდიოდა, მეცოდებოდნენ. რა გგონიათ, იმათ უნდოდათ ჩვენი ჩახოცვა? ბრძანებას ასრულებდნენ
ომი რომ დაიწყო, პირველ დღეს ძალიან შევშინდი, მეორე დღეს შიშის დრო არ მქონდაგორი იბომბებოდა, ბომბი თბილისშიც ჩამოაგდესამ გაგანია ომში, ჩვენთან უგულავა მოვიდა და სულ მოღალატეები გვეძახა, თუ რატომ, ახლაც ვერ გამიგია. გაგვაგიჟა ბიჭები, დავყარეთ ყველამ იარაღი და ვუთხარით, რომ თითონ ებრძოლამერე ბოდიშები გვიხადა

ცხინვალთან ერთერთ სოფელში რომ შევდიოდით, მიწაზე პატარა ბავშვის ხელი დავინახეპაწუა თითების დანახვაზე, ტვინში სისხლი გამეყინაარადა, ჩვენებს იქ არც ერთი ქალისთვის და ბავშვისთვის არ უსვრიათ.
ცხინვალი და მიმდებარე სოფლები დაცარიელებული იყო, მაგრამ ჩარჩენილებიც იყვნენ

სიგარეტი გაგვითავდა, ერგნეთში გადავწყვიტე წასვლა, გინდ აქ, გინდ გზაში მოვკვდემეთქი, ვიფიქრე და სანგრიდან ამოვძვერი. ყველა მხრიდან ისროდნენ, ცოტა ქვემოთ რომ ჩავედი, ჩვენი ჯარი დავინახე მწყობრში, დაახლოებით ორი ათასი შეიარაღებული კაცი იქნებოდა, ამან მოგების ჟინი გაგვიძლიერა

მეორე დღეს ისევ ჩავედი ქვევით, სიგარეტის საყიდლად, რამდენი უნდა გეყიდა, სამოცდაათ კაცს რომ გყოფნოდა. რისი მაღაზიები, ხალხი ან გაქცეული იყო ან მკვდარი. ის ტერიტორია, სადაც წინა დღეს ქართველი ჯარისკაცები იყვნენ განლაგებული, დაცარიელებული იყო
მოკლედ, ორი ოფიცერი და 70 ჯარისკაცი ალყაში აღმოვჩნდით. ცეცხლი, ალყა, მორჩა რა, დამთავრდა ყველაფერი, ბოლომდე ვიბრძოლებთვფიქრობდით, რომ ეს ჩვენი დასასრული იყო. ყველაზე საშინელება ისაა, როცა არავისი დახმარების იმედი არ გაქვს. ტყვიაწამალიც დაგვიმთავრდა

რაციით გავიგეთ, რომ მოპირდაპირე მხარე დაიბომბარამდენიმე წამში შეტყობინება მოვიდა, რომ ჩვენ ჰაერიდან დაგვიცავენ, გავიხარეთ, გადარჩენის იმედი მოგვეცა. ვხედავთ, ერთი თვითმფრინავი მოფრინავს. ჩვენი საჰაერო თავდაცვის გვეგონა და შეყუჟულები გამოვედით, გავიფანტეთ და ვესალმებით. უცებ ცაზე, ერთმანეთის მიყოლებით, ზუსტად არ ვიცი რამდენი იქნებოდა, თვითმფრინავები გამოჩნდნენ და ახლომახლო ტერიტორიების დაბომბვა დაიწყეს. ახლაც ვერ ვხვდები, ჩვენ რატომ არ დაგვბომბეს, ყველა გარეთ ვიყავით, მინდორშიალბათ, ალყაში რომ ვიყავით, მაგიტომ აღარ დაგვბომბეს. ჩეჩნებმა გადაგვარჩინეს, კორიდორი გაგვიხსნეს, გვითხრეს, წადით რა ბიჭებოო – 22 ჩეჩენი ჯარისკაცი იყო, სამი რუსი. რამდენიმე წუთში კი ყველა ჩეჩენი ადგილზე დახოცეს, ეტყობა, რუსებმა ჩაუშვეს და ჩვენს გადამრჩენებს ვინ აცოცხლებდა.
წინა ხაზზე ვიყავით, რუსები, ჩვენს არმიაზე გამწარებულები, მშვიდობიან მოსახლეობას დაერივნენ. მაგათ მგონი რამდენიმე ათასი დაკარგეს, ჩვენ სადღაც 1200 ჯარისკაცი და დანარჩენი მშვიდობიანი მოსახლეობაოფიციალურად ნაკლებს ამბობენმეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის ბიჭები სულ გაანადგურეს, მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც გაქცევა მოახერხა. ჩემი თვალით ვნახე, როგორ ბომბავდნენ მაგათაფეთქებდნენ ჩვენსკენ მომავალ მანქანებს, რომლებსაც ჩვენთვის ტყვიაწამალი, საჭმელი, წყალი და სიგარეტი მოჰქონდა. ბოლოს ვიხვეწებოდით, რომ არავინ გამოეშვათ

ხომ გვწყუროდა, გვშიოდა, ყველაზე მეტად სიგარეტის ლომკა გვქონდა, მაგრამ ოსების ოჯახში როცა შევედით, მაგიდაზე დაყრილ სიგარეტებს თუ ფულს ვერც ერთი ვერ გავეკარეთ _ ერთმანეთს გადავხედეთ და გარეთ გამოვედით
ქართული ჯარი გიჟს გავსბევრს ფსიქიკა შეერყა, უპატრონობით, უცოდინრობით, დაბნეულობით. ტყეში ხარ მშიერი, მწყურვალი, ომია და გეძინებაჩვენები უაზროდ ისროდნენ ტყვიებს, ვის ესროდნენ, სად, რატომუბრალოდ, ისროდნენ. რადგან ომია და ყველა ისვრის, შენც უნდა ისროლო, ამ ომში ყველა საკუთარი თავის უფროსი იყო. ომი, სადაც სარდალი არაა და ვერ ხვდები, ვინ რა ბრძანებას სცემს
ომის დაწყებამდე ბრძანება გაიცა და ფორმებზე ყველას სახელი და გვარი მოგვახსნევინეს. ძნელია გაარკვიო, ვინაა მკვდარი. ხელი, ფეხი ან მარტო თავი თუ ტანი ყრია მინდორშიბევრი გამოყვანილი არაა. მაგათ, ალბათ, ტრაქტორით თუ ახვეტენ, თორემ უკვე პატრონიც ვეღარ იცნობს თავის მკვდარს

ერთერთ ოჯახში შევდიოდით დასაზვერად ოსეთში, ჩემთან ერთად ვინც იბრძოდა, იმ ბიჭმა ხელი მკრა, გადი დანაღმული არ იყოს, შენ ცოლშვილი გელოდებაო. იქ კიდევ ის პონტი იყო, რომ დაჭრილი ჯარისკაცის გამოსაყვანად ბიჭები თავს ტყვიებს უშვერდნენ. ერთერთი მომიბრუნდა და მთხოვა, თუ მომკლეს, დამმარხე, გეხვეწებიო. ბოლოს ამას ვთხოვდით ერთმანეთს _ გაყვანას თუ ვერ მოვახერხებდით, ტურების და მგლების საჯიჯგნად არ დაგვეტოვებინა ერთმანეთი
ღალატიც ბევრი იყო. ეგენი რომ მანახა, ალბათ, შუბლს გავუხვრეტდი. ან ის კონცერტები, თბილისში რაც იმართებოდაიმათ ორგანიზატორებს და იქ მოცეკვავეებს გაუმართლათ, რომ შემთხვევით იქ არ მოვხვდი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი