ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქარიშხალმა სოხუმში ტროლეიბუსის ხაზები და ელექტროსადენები დააზიანა

5 ივლისი, 2021 •
ქარიშხალმა სოხუმში ტროლეიბუსის ხაზები და ელექტროსადენები დააზიანა

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმის ადმინისტრაციაში ქარიშხლის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

ქარიშხალმა 4 ივლისს ქალაქში  50-მდე ხე წააქცია, დააზიანა ასევე ელექტროსადენები და ტროლეიბუსის ხაზები, რამაც საბოლოო ჯამში, ტრასნპორტის გადაადგილება შეზღუდა.

“ვცდილობთ, უმოკლეს ვადებში სტიქიის შედეგები აღმოვფხვრათ და ქალაქი მოვაწესრიგოთ”, – აცხადებს აფხაზურ მედიასთან საუბარში ბესლა ეშბა, ქალაქის ხელმძღვანელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი