ახალი ამბები

საქართველოში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდა

4 ივლისი, 2021 • 2224
საქართველოში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდა

საქართველოში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოვიდა. გერმანულმა ავიაკომპანია Eurowings-მა დუსელდორფი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი დღეს, 4 ივლისს შეასრულა.

გერმანიიდან ჩამოსულ 171 მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და მისი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, საავიაციო სააგენტოს და “ტავ ჯორჯიას” ხელმძღვანელობა დახვდნენ.

ავიაკომაპანია მგზავრებს, დუსელდორფი-თბილისი-დუსელდორფის მიმართულებით ყოველ კვირას, 21 ივლისიდან კი ყოველ ოთხშაბათსა და კვირას მოემსახურება. ზაფხულის სანავიგაზიო სეზონის ბოლომდე ავიაკომპანია ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. გერმანიის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ დროისთვის სამი ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 9 სიხშირით ასრულებს: Georgian Airways (Berlin); Lufthansa (Munich); Eurowings (Dusseldorf). დღეისთვის თბილისის საერთასორისო აეროპორტში 31 ავიაკომპანია ფრენებს 34 მიმართულებით ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი