ახალი ამბები

თბილისში ავტომანქანა კურიერებს შეეჯახა: შსს-მ გამოძიება დაიწყო

3 ივლისი, 2021 • 1571
თბილისში ავტომანქანა კურიერებს შეეჯახა: შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ გამოძიება დაიწყო “ფეისბუქზე” გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ჩანს, როგორ ეჯახება მოტოციკლზე მჯდომ კურიერებს ავტომობილი.

როგორც “ნეტგაზეთს” უწყებიდან აცნობეს, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ვიდეო სოციალურ ქსელში 3 ივლისის საღამოს გავრცელდა. ავტორის თქმით, ავტომანქანა ორ კურიერს “განზრახ, რამდენჯერმე” შეეჯახა. ვიდეოში ჩანს, რომ შეჯახების შემდეგ მძღოლი ავტომობილი ტერიტორიას ტოვებს და მოქალაქეები მის შეჩერებას ვერ ახერხებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი