ახალი ამბები

რუსთავი-ლილოს გზაზე ტრაილერი ხიდიდან გადავარდა: დაიღუპა 1 ადამიანი

3 ივლისი, 2021 • 1092
რუსთავი-ლილოს გზაზე ტრაილერი ხიდიდან გადავარდა: დაიღუპა 1 ადამიანი

რუსთავი-ლილოს გზაზე 3 ივლისს მომხდარ ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა.

ინციდენტში ფიგურირებს ტრაილერი, რომელიც ხიდიდან გადავარდა,მატარებლის რელსს დაეცა და აფეთქდა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ის მცირე ხნით ადრე დატვირთეს.

მომხდარის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი