ახალი ამბებირეკლამა

ვითიბი ბანკი ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად

2 ივლისი, 2021 • 889
ვითიბი ბანკი ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად

ვითიბი, როგორც ქართული ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ქართული ბიზნესის მხარდაჭერას და მათი წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის ახალ შესაძლებლობებსა და  პირობებს ქმნის,  რათა მომავალში , ქართული ბიზნესი კიდევ უფრო გაძლიერდეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. 

მომხმარებლებზე ფიქრით და მათი სურვილების და მოთხოვნების სრულად გათვალისწინებით, ბანკმა გადაწყვიტა, მოკლე ვიდეო ისტორიების მეშვეობით, საზოგადოებას მოუყვეს თუ როგორ იქმნებოდა წარმატებული ქართული ბიზნეს დარგები, რათა უფრო ახლოს გაეცნონ და უგულშემატკივრონ მათ საქმიანობებს.

ბანკმა, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დაიწყო ახალი პროგრამა, რის ფარგლებშიც ხდება კლიენტებისთვის ბიზნეს კურსების დაფინასება. კერძოდ, ბიზნეს ადმინისტრირების და დაგეგმარების შესწავლა. კურსის ხანგრძლივობა 3 წელია და იგი, პროგრამის ფარგლებში, სრულად დაფინანსდება. 

ვითიბი ერთადერთი საერთაშორი ბანკია საქართველოში, რომელიც იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებული ცოდნა და რესურსი გაუზიაროს  თავისი ბიზნესის მომხმარებელს და მაქსიმალურად შეუქმნას სასიამოვნო საბანკო გამოცდილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი