ახალი ამბები

ფარავნის ტბაში მოზარდი დაიხრჩო

3 ივლისი, 2021 •
ფარავნის ტბაში მოზარდი დაიხრჩო

ფარავნის ტბაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო. ინციდენტზე, რომელიც 2 ივლისის საღამოს მოხდა, ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიასაშუალებამ, რადიო ნორმა გაავრცელა.

რადიოს თანახმად, მოზარდი ტბაში საბანაოდ იყო შესული.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი