ახალი ამბები

ისლანდია სინოფარმით და სინოვაკით აცრილთათვის საზღვრებს ხსნის

2 ივლისი, 2021 • 1652
ისლანდია სინოფარმით და სინოვაკით აცრილთათვის საზღვრებს ხსნის

ისლანდია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული, 8 ვაქცინით აცრილებისთვის საზღვრებს ხსნის.

ისლანდიაში შეზღუდვების გარეშე მოგზაურობა შეეძლებათ მოქალაქეებს, რომელთაც ჩამოთვლილთაგან ერთი რომელიმე ვაქცინით არიან აცრილი:

  1. ფაიზერი/ბიო-ენტექი
  2. ვაქსვერია/ასტრაზენეკა
  3. ასტრაზენეკა (SK Bio, SK Bioscience CO)
  4. კოვიდშილდი (ინდოეთის სერუმის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული ასტრაზენეკა)
  5. ჯონსონი
  6. მოდერნა
  7. სინოფარმი
  8. სინოვაკი

ისლანდია ევროპის იმ გამონაკლის ქვეყნებს შორისაა, რომელიც კოვიშილდის ვაქცინას აღიარებს მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წამლის სააგენტოს მისთვის ავტორიზაცია არ მიუნიჭებია.

ისლანდიის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატის ვალიდურობისთვის ის წარმოდგენილი უნდა იყოს ისლანდიურ, დანიურ, ნორვეგიულ, შვედურ, ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • სახელი და გვარი
  • დაბადების თარიღი
  • დაავადების დასახელება, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაცაა გაკეთებული
  • ადგილი, სადაც ვაქცინაცია ჩატარდა
  • ვაქცინაციის თარიღი
  • ვაქცინაციის სერტიფიკატის გამცემი
  • აცრის რაოდენობა

ისლანდიის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მესაზღვრე შეაფასებს, რამდენად სარწმუნოა ვაქცინაციის დოკუმენტი და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას გაივლის ეპიდემიოლოგთან. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ეპიდემიოლოგი მიიღებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი