ახალი ამბები

„გზა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე გადაკეტილი იქნება“ — მეწყერი ლისი-მუხათწყაროს გზაზე

1 ივლისი, 2021 • 1922
„გზა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე გადაკეტილი იქნება“ — მეწყერი ლისი-მუხათწყაროს გზაზე

ლისი-მუხათწყაროს გზაზე, რომელიც ახლახანს აშენდა, მეწყერი დაიძრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ნეტგაზეთთან საუბარში მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიაზე გეოლოგები მუშაობენ, მათი კვლევის შემდეგ კი გზის გამაგრების სამუშაოები დაიგეგმება.

„ახლა ვერ ვიტყვით, სავარაუდოდ, სულ მცირე რამდენიმე დღე, დაკეტილი იქნება. ექსპერტები აცხადებენ, რომ სჯობს ჩაკეტილი იყოს გზა და მოძრაობა არ იყოს. შემდეგ უკვე გვეცოდინება, რა ვადა დაგვჭირდება იმისთვის, რომ გაკეთდეს გზა და საპროექტო სამუშაოებზე გადავალთ,“ — ამბობს რწმუნებული და ამატებს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინფორმაციას ადასტურებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც. უწყება აცხადებს, რომ მეწყერზე უფრო დეტალურ კომენტარს მუნიციპალიტეტი გააკეთებს. რაც შეეხება კომპანიასა და სავარაუდო გამომწვევ მიზეზს, უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ დეტალებზე საუბარი კვლევის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

გარეკანი ფოტო: რუსთავი 2

მასალების გადაბეჭდვის წესი