ახალი ამბები

ზესტაფონში კაცი პოლიციელის იარაღით მოკლეს – პროკურატურა

30 ივნისი, 2021 • 881
ზესტაფონში კაცი პოლიციელის იარაღით მოკლეს – პროკურატურა

ზესტაფონში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი, ლ.ზ დააკავეს. ინფორამაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ამასთან, განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის შსს-მ ერთი პირი, რ.ბ. დააკავა, რომელიც “ნეტგაზეთის” ინფორმაციის პოლიციელის ბიძაა. პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისთვის კიდევ ერთი პირი, ხ.გ-ც დააკავეს.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივნისს, ზესტაფონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სუფრაზე, სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც რ.ბ.-მ, ლ.ზ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან ვ.ბ.-ს ესროლა. გულმკერდის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად, ვ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ მომხდარი დანაშაულის შემდგომ, ხ.გ.-მ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაანადგურა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, შსს-ს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გმომძიებელ ლ.ზ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი