ახალი ამბები

EBRD თბილისისთვის ავტობუსების შესაძენად €83-მილიონიანი სესხის გაცემას განიხილავს

30 ივნისი, 2021 •
EBRD თბილისისთვის ავტობუსების შესაძენად €83-მილიონიანი სესხის გაცემას განიხილავს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების [EBRD] ბანკი განიხილავს სასესხო პროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, თბილისის მერია 83 მილიონ ევროს მიიღებს ახალი ავტობუსების შესაძენად.

სესხის პირობების თანახმად, ეს თანხა, დაახლოებით, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსისა და ავტობაზის მშენებლობაში უნდა დაიხარჯოს. საპროექტო განაცხადის თანახმად, სესხის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის 24 ნოემბერს უნდა მიიღონ.

ინფორმაცია სესხის შესახებ თავდაპირველად Bm.ge-მ გაავრცელა.

თუ ბანკი მერიას სესხს დაუმტკიცებს, უწყება მას ორ ნაწილად მიიღებს: 70 მლნ ევროსა და 13 მლნ ევროს სახით.

„პროექტი მხარს დაუჭერს ქალაქს, რათა მან წარმატებით შეცვალოს ძველი ავტობუსები, რომლებიც აბინძურებენ გარემოს, თანამედროვე, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით – უფრო სუფთა ავტობუსებით. პროექტს ასევე ექნება დიდი სოციალური სარგებელი, რადგან მოქალაქეებს გაუადვილებს წვდომას, მათ შორის, ასაკოვან და შშმ პირებს,“ — წერია სასესხო დოკუმენტაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი