ახალი ამბები

კაცი 3 შვილზე სექსუალურად ძალადობდა, მას 17 წელი მიუსაჯეს — პროკურატურა

30 ივნისი, 2021 • 2862
კაცი 3 შვილზე სექსუალურად ძალადობდა, მას 17 წელი მიუსაჯეს — პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კაცი სამ შვილზე სექსუალურად ძალადობდა. ის უკვე დაპატიმრებულია და პატიმრობაც მისჯილი აქვს.

როგორ უწყება წერს, გამოძიებით დადგინდა, რომ კაცი, 2021 წლის იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით, „სამი არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა,“.

„სამართალდამცველებმა ო.წ. 2021 წლის 26 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ნდობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ (სამი ეპიზოდი)) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,“ — წერს პროკურატურა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი