ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

30 ივნისი, 2021 • 823
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

კერძოდ ეროვნული გამოცდებისთვის გათვალისწინებული იქნება დამატებითი ავტობუსების შემდეგი მარშრუტები:

  • მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ავტობუსი მგზავრებს N117 სკოლასთან მიიყვანს;
  • კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან N175ა, N175ბ, N39, N173, N177, N191 საჯარო სკოლებისკენ გადაადგილდება;
  • მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი N103 საჯარო სკოლის მიმართულებით იმოძრავებს.

თბილისის მასშტაბით ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები, პირველი ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, 10 საჯარო სკოლაში ჩატარდება. კერძოდ N32, N39, N117, N133, N173, N175ა, N175ბ, N177, N191, N207 საჯარო სკოლებში. პირველი ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით კი გამოცდები N103 საჯარო სკოლაში ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი