ახალი ამბებირეკლამა

ალდაგმა პანცილიონს 700 000-მდე ლარი აუნაზღაურა

30 ივნისი, 2021 • 883
ალდაგმა პანცილიონს 700 000-მდე ლარი აუნაზღაურა

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ავეჯის სახლ პანცილიონს ხანძრის შედეგად მიყენებული 700 000 ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა.

პანცილიონის კუთვნილი საწარმო ახალი წლის დღეებში სრულად დაიწვა. განადგურდა 2000 კვ.მ ფართზე მოქმედი რბილი ავეჯისა და მატრასების საწარმო. სადაც წარმოებაში გამოსაყენებელი მანქანა-დანადგარები, ინვენტარი და მზა პროდუქტი ინახებოდა. ექსპერტიზის მიხედვით, სრული მატერიალური ზიანი 1 400 000-მდე ლარს შეადგენს. ალდაგში მხოლოდ ინვენტარი და მარაგის ნაწილი იყო დაზღვეული, რომელიც კომპანიას სრულად (700 000 ლარამდე) აუნაზღაურდება.

„მოხარული ვართ, რომ ალდაგის მხარდაჭერით პანცილიონი შეძლებს მინიმუმამდე დაიყვანოს მიყენებული ზიანი. ზოგადად ხანძარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რისკია საწარმოო ინდუსტრიაში და მოხარული ვართ, რომ წლიდან წლამდე სექტორის ცნობადობაც დაზღვევის აუცილებლობის შესახებ იზრდება,“- განაცხადა ალდაგის დირექტორის მოადგილემ, თეონა კვიციანმა.

„ალდაგთან დიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებს. შეფასებისა და ანაზღაურების პროცესი საკმაოდ გამჭვირვალედ და სწრაფად წარიმართა. პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით პანცილიონმა ამ შემთხვევიდან მალევე აღადგინა წარმოების პროცესი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის ჩვენი ვალდებულებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება, რათა კომპანიამ შეძლოს რეაბილიტაცია და ოპერირების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება.“ – აცხადებს პანცილიონის კომერციული დირექტორი, მარიამ ბანცური.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი