დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ამბროლაურის საკრებულოს წევრი “პატრიოტთა ალიანსიდან” გივი კურციკიძე დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქურციკიძემ დაარწმუნა მოქალაქე, რომ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა მეშვეობით თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდას, რაშიც ქრთამის სახით 140 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.
მათივე ინფრომაციით, 29 ივნისს მან მოქალაქეს წინასწარ გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 30 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს.