ახალი ამბები

შშმ პირის გაუპატიურებისთვის კაცს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

29 ივნისი, 2021 • 1125
შშმ პირის გაუპატიურებისთვის კაცს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

სენაკის რაიონულმა სასამართლომ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელსაც მიმდინარე წლის 11 მარტს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 მარტს აბაშის რაიონში ლ.კ-მ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გააუპატიურა”, — აცხადებს პროკურატურა.

ლ.კ. სამართალდამცველებმა 11 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გაუპატიურებას გულისხმობს. სენაკის რაიონულმა სასამართლომ ლ.კ. წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი