ახალი ამბები

გაბუნიას თქმით, მილიონზე მეტი ვაქცინა ქვეყანაში ივლისის ბოლომდე იქნება

29 ივნისი, 2021 •
გაბუნიას თქმით, მილიონზე მეტი ვაქცინა ქვეყანაში ივლისის ბოლომდე იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმთ, ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტები აქვს გაფორმებული 2.5 მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანაზე.

“რამდენიმე დღეში ჩვენ ველოდებით პირველ მოწოდებას და ივლისის ბოლომდე მილიონზე მეტი ვაქცინა იქნება ქვეყანაში, რაც საშუალებას მოგვცემს, მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს. 284 ბრიგადა არის დღეს მობილიზებული ვაქცინაციის პროცესში. ერთი ბრიგადის შესაძლებლობაა დღეში 60 აცრის ჩატარება. 17 000 არის დღიური შესაძლებლობა დღესვე, გარდა ამისა, იგეგმება ბრიგადების რაოდენობის თითქმის გაორმაგება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ ვაქცინაციის ცენტრების ქსელის გაფართოებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კონსულტაციები მიდის დიდ მოლებთანაც და მიზანია, თვეში სულ მცირე 1 მილიონ მოქალაქეს ჩაუტადეს ვაქცინაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს განაცხადა, რომ ერთი მილიონი დოზა ვაქცინა საქართველოში 2 კვირაში შემოვიდოდა.

მოქალაქეებს გაუუქმდათ “ასტრაზენეკას” მეორე დოზის ჯავშნები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი