თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ხუთი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინსიტროში ადასტურებენ.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
