ნეტგაზეთი | ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა – Netgazeti
Batumelebi | RU

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა

ურეკში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 13 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყეტილება ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებულების ახლობლების პროტესტი მოჰყვა, რომლებმა ურეკში ცენტრალური გზა გადაკეტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა 24 ივნისს მოხდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაბა ურეკში 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულის ნაცნობები, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებს შსს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი