ახალი ამბები

განცდა მაქვს, რომ მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება – მურუსიძე

27 ივნისი, 2021 • 1157
განცდა მაქვს, რომ მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება – მურუსიძე

მოსართლე ლევან მურუსიძე ამბობს, რომ სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან “ფორმულას” იუსტიციის უმაღლეს სკოლაში  შესვლისას განუცხადა, სადაც მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს.

მურუსიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში “კარგიც ხდება”, ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ.

“ასეთი განცდა მაქვს, რომ სასამართლოს და მოსამართლეების მიზანმიმართული დევნა ხდება. თუნდაც ტელევიზიების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. სიუჟეტს სიუჟეტზე აკეთებთ, რომელიც უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს სასამართლო სისტემას. არასოდეს გაგჩენიათ სურვილი კარგი თუ რამე ხდება სასამართლო სისტემაში ამაზე გაგეკეთებინათ.

კარგი ხდება ის, რომ ძალიან გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა. მოქალაქეები სამართალს პოულობენ სასამართლოში. როდესაც გამოკითხვები ხდება, მოქალაქეების 5%-საც კი არ აინტერესებს სასამართლოს გარშემო რა ხდება. ბევრი სარჩელები შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნდობა გაიზარდა სასამართლოს მიმართ. სტატისტიკაში არის ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლოში ბევრად ნაკლები სარჩელები მიდის. ამიტომ თუ დაინტერესდებით ძალიან ბევრ რამეს იპოვით, რაც ხდება დადებითი სასამართლოში”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი