ახალი ამბები

ისლანდიაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შიდა შეზღუდვა მოიხსნა

27 ივნისი, 2021 • 930
ისლანდიაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შიდა შეზღუდვა მოიხსნა

ისლანდიაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შიდა შეზღუდვა მოიხსნა. ამრიგად ისლანდია გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც თავის საზღვრებში ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა.

26 ივნისიდან ისლანდიაში პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო აღარაა. ამასთან, პირველი ივლისიდან ვაქცინირებული მოგზაურები და ბავშვები აღარ გაივლიან ტესტირებას ქვეყნის საზღვრებზე. თუმცა მათ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილები არ არიან, ისლანდიაში შესვლისას სავალდებულო ტესტირება და ხუთდღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

ისლანდია ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. როგორც ქვეყნის მთავრობა აცხადებს, ისლანდიის 16 წელს ზემოთ მოსახლეობის თითქმის 88% კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

ფოტო: REUTERS/John Sibley

მასალების გადაბეჭდვის წესი