ახალი ამბები

ასოცირების შეთანხმება პოტენციალის გამოვლენის გასაღებს წარმოადგენს – ჰარცელი

27 ივნისი, 2021 • 818
ასოცირების შეთანხმება პოტენციალის გამოვლენის გასაღებს წარმოადგენს – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ჰარცელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება ტექნიკური დოკუმენტია, იგი პოტენციალის გამოვლენის გასაღებს წარმოადგენს.

“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მე-7 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა, რომელიც ჩვენი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკური დოკუმენტია, ის ასახავს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. იგი წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული.

გილოცავთ იუბილეს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს! იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და მომავალ წლებში კიდევ უფრო დაახლოებისათვის, ” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი