ახალი ამბები

რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩამოვიდნენ

26 ივნისი, 2021 • 912
რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩამოვიდნენ

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში, ალექსაბნდერ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბოგდან აურესკუ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდებიან. ამ უკანასკნელის პრესსამსახურის თანახმად, მინისტრები საოკუპაციო ხაზთანაც ჩავლენ, შემდეგ კი მედიისთვის გააკეთებენ განცხადებებს.

“საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება”, — ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი